ჩვენ შესახებ

ჩვენ ვართ  იურიდიული კომპანია, რომელიც აერთიანებს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალ იურისტებსა და ადვოკატებს სხვადასხვა სამართლებრივ სფეროში. ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა იმ მიზნით, რომ გავაერთიანოთ საუკეთესო იურიდიული ტალანტები და შევქმნათ სინერგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის სამართლებრივი მომსახურება.

ჩვენი მისიაა, გავუწიოთ კვალიფიციური და სანდო იურიდიული მომსახურება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ჩვენ ვისწრაფვით, რომ ვიყოთ არა მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელი, არამედ სანდო პარტნიორი ჩვენი კლიენტებისთვის მათი სამართლებრივი გამოწვევების გადაჭრაში.

ჩვენი მომსახურების სპექტრი ფართოა და მოიცავს კომპლექსურ იურიდიულ დახმარებას სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შემდეგ მიმართულებებს:

  1. სამშენებლო კომპანიების იურიდიული მხარდაჭერა;
  2. შრომითი ურთიერთობების მოწესრიგება და ოპტიმიზაცია;
  3. სტარტაპების სამართლებრივი კონსულტირება და დახმარება;
  4. კომპანიების შიდა რეგულაციებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვა;


ჩვენი კომპანიის ფუნდამენტური ღირებულებებია:

  • პატიოსნება: ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ ეთიკურად და გამჭვირვალედ;
  • გამჭვირვალობა: ვუზიარებთ კლიენტებს ყველა რელევანტურ ინფორმაციას და ვარჩევთ ღია კომუნიკაციას;
  • სანდოობა: ვამართლებთ კლიენტების ნდობას ჩვენი საქმისადმი ერთგულებითა და პროფესიონალიზმით; ჩენთვის პრიორიტეტულია გრძელვადიანი ურთიერთობა ;
  • პროფესიონალიზმი: მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს უნარებს და ვიყენებთ თანამედროვე მიდგომებს;
LAWVERSE

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი აერთიანებს გამოცდილ იურისტებსა და ადვოკატებს. თითოეული ჩვენი გუნდის წევრი გამოირჩევა არა მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, არამედ უნარით - რთული სამართლებრივი საკითხები აუხსნას კლიენტებს მათთვის გასაგებ ენაზე. ჩვენი ძლიერი მხარეა სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც მიღებულია უშუალოდ შესაბამის სფეროებში მუშაობის გამოცდილებით. გუნდის წევრები მუდმივად ვითარდებიან და ეცნობიან თანამედროვე პრაქტიკას.