სამსახურიდან გათავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა. თუ თვლით, რომ თქვენი გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით, მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენი უფლებები და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგათ.
რა ითვლება უკანონო გათავისუფლებად?
უკანონო გათავისუფლებად შეიძლება ჩაითვალოს:
- გათავისუფლება დისკრიმინაციული საფუძვლით (ასაკი, სქესი, ორსულობა, განსხვავებული აზრი და ა.შ.);
- გათავისუფლება შრომითი სათანადო საფუძლის გარეშე (არასწორი ან/და გამოგონილი საფუძელი);
პირველი ნაბიჯები გათავისუფლების შემდეგ
- დოკუმენტაციის შეგროვება
- მოითხოვეთ გათავისუფლების ბრძანება წერილობითი ფორმით;
- შეინახეთ ყველა კომუნიკაცია დამსაქმებელთან;
- მოაგროვეთ მტკიცებულებები (მიმოწერა, შრომითი ხელშეკრულება, შიდა რეგულაციები);
- გათავისუფლების შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ დროულად მიმართეთ იურისტს.
- ვადების დაცვა
- გახსოვდეთ, რომ სასამართლოში სარჩელის შეტანას აქვს კონკრეტული ხანდაზმულობის ვადა, რომელიც შესაძლებელია იყოს 30 დღე -ამიტომ დროულად მიმართეთ იურისტს.
- კონსულტაცია იურისტთან
- სანამ რაიმე ნაბიჯს გადადგამთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ შრომის სამართლის იურისტთან
- იურისტი შეაფასებს თქვენი საქმის პერსპექტივას და შემოგთავაზებთ მოქმედების საუკეთესო სტრატეგიას
რა უფლებები გაქვთ?
უკანონო გათავისუფლების შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ:
- სამსახურში აღდგენა;
- იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;
- კომპენსაცია;
როგორ დაგეხმარებათ Lawverse?
ჩვენი გამოცდილი იურისტები:
- შეაფასებენ თქვენი საქმის პერსპექტივას
- დაგეხმარებიან საჭირო დოკუმენტაციის მოგროვებაში
- წარგადგენენ მედიაციაში ან სასამართლოში
- დაგეხმარებიან საუკეთესო შედეგის მიღწევაში
დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის
გახსოვდეთ: თქვენი უფლებების დაცვა იწყება სწორი იურიდიული რჩევის მიღებით. ნუ დააყოვნებთ დახმარების თხოვნას.